ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი

31 ოქტომბერი 2017, 00:00 4059 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ. გაიმართება პრესკონფერენციაც. სასახლეშივე შედგება, ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც.

კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება და ქართულ - ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოგვიანებით, საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლს  ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც მოინახულებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი