შეუსრულებელი პროექტები დღეს ოპონენტებმა ამ მოწვევის საკრებულოს წევრებს შეახსენეს

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3243 ნახვა

‘’იაფი სახლის პროექტი,  ურეხის მოხუცებულთა სახლის რეაბილიტაცია, ექვს შვილიან ოჯახებისთვის ბინების გადაცემა და მოუწესრიგებელი სამშენებლო რეგულაციები - ეს ის პროგრამებია, რომლებიც არ შესრულდა’’ - განცხადება კობა ჩხეიძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ  ახალი მოწვევის საკრებულო ბათუმისთვის ბევრ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.

შეუსრულებელ პროექტებზე რესპუბლიკელმა თემურ ყურაშვილმაც ისაუბრა.  ‘’იმედია მალე დაიწყება 21-ე ბაღის რეაბილიტაცია, ამის პირობა გიორგი ერმაკოვმა თანამდებობაზე დანიშვნის დროს დადო. მერმა მაშინ თქვა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებას 1 წელში დაიწყებდა, დაპირება კი არ შესრულდა’’ - განაცხადა ყურაშვილმა.

ბათუმში მგზავრთა გადაყვანაზე შეღავათი წესდება. ცვლილების თანახმად მგზავრობის განსხვავებული ტარიფით  პედაგოგები და მოსწავლეები ისარგებლებენ. საკითხს ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ასევე, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 5 საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორისაა სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალისთვის ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცება. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი