ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა

22 ივნისი 2016, 00:00 3591 ნახვა

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ბათუმში ყოფილი მეუღლის მიერ ნაცემი ქალი. პროკურატურამ კი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მოტყუებით, გარდაცვლილი საერთო ნაცნობის ოჯახისთვის მისამძიმრების მიზეზით სოფელ ყოროლისთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიიყვანა და განზრახ მკვლელობის მიზნით, ჩაქუჩის გამოყენებით თავისა და ხელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი დაზიანებები, შემდეგ კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველო დატოვა და მიიმალა. 

ამავე კატეგორიაში