აჭარის ქორეოგრაფთა კავშირს მომდევნო 6 წლის განმავლობაში გერონტი ჭელიძე უხელმძვანელებს

29 ოქტომბერი 2017, 00:00 2712 ნახვა

აჭარის ქორეოგრაფთა კავშირს მომდევნო 6 წლის განმავლობაში გერონტი ჭელიძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ყრილობამ მიიღო, რომელსაც 60 დელეგატი ესწრებოდა. გერონტი ჭელიძე ბოლო ხუთი წელია აჭარის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ახალი წესდებით ხელმძღვანელი 6 წლით ირჩევა. თავმჯდომარეს ამიერიდან ორი მოადგილე შალვა გოგუაძე შემოქმედებით და მირანდა ბაღდადიშვილი სამეცნიერო დარგში ეყოლება.

ახალი წესდების თანახმად კავშირთან არსებული მრჩეველთა საბჭო, შეიქმნა რომელსაც გოგი ჩაჩავა უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს, ამ პოზიციაზე გიორგი ფარსენაძე აირჩიეს. ვეტერანთა ლიგის თავმჯდომარე კი ჯემალ ჩიჩუა იქნება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში