ბათუმის საბალეტო სკოლა ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალის ნომინანტი

29 ოქტომბერი 2017, 00:00 3733 ნახვა

ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალს უმასპინძლა ქუთაისმა. ღონისძიებაში  მონაწილეობდა 15-მდე საბალეტო სტუდია საქართველოდან, მათ შორის ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის კლასიკური ცეკვის სკოლა. მათ  რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეს,  გადაეცათ  პრიზები  საუკეთესო და თანამედროვე ქორეოგრაფიისთვის

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის   იტალიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან და მსოფლიოს  სხვა ქვეყნებიდან  მოიწვიეს  სოლისტები,  სპეციალური სტუმრები კი იყვნენ მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე და გაეროს წარმომადგენელი ახალგაზრდულ საკითხებში ანა ლეჟავა. 2 დღიანი ფესტივალი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში