ვინ გაიტანა დახურული სხდომიდან აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ე.წ-ლი ციანიდის საქმეს ეხება, კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. დღეს პროკურატურამ მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილიც გამოკითხა, რომელიც ირწმუნება, რომ მას მასალები მესამე პირისთვის არ გადაუცია და არც დასამალი აქვს რაიმე.
გამოკითხვაზე ამ დრომდე უარს ამბობს დაცვის მხარე. წლის ერთ-ერთი რეზონანსული სასამართლო სხდომიდან, აუდიოჩანაწერების გაჟონვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 3 ოქტომბერს, მონაცემების გასაჯაროვების მუხლით დაიწყო.