28-29 ოქტომბერს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასოდ გამოიკვლევენ

25 ოქტომბერი 2017, 00:00 7920 ნახვა

,,ენმედიცის“ ბათუმის კლინიკაში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის საქველმოქმედო აქცია 28-29 ოქტომბერს გაიმართება. აქციის ფარგლებში პაციენტები, უფასოდ, სხვადასხვა პროფილის ექიმის  - ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, გასტროენტეროლოგისა და თერაპევტის კონსულტაციებს მიიღებენ.  

ასევე, საჭიროების შემთხვევაში უფასოდ მიიღებენ დანიშნულების შესაბამის მედიკამენტებს და გლუკომეტრს,  უსასყიდლოდ მოემსახურებათ ლაბორატორიაც და გლუკოზას განუსაზღვრავს პერიფერიულ სისხლში; მომსახურებაში შედის მუცლის ღრუს ექოსკოპია.

აქცია ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

მისამართი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N 3ა ცხელი ხაზის ტელეფონები - 271777, 591070505

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი