სპორტი მთავარში

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2516 ნახვა

დღეს თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. ელიტ რაუნდში მოსახვედრად საქართველოს ნაკრები  ჯგუფში იტალიასთან, მონტენეგროსთან და ლატვიასთან ერთად იბრძვის. პირველ შეხვედრაში გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ლატვიას მინიმალური ანგარიშით 1:0  სძლიეს. გამარჯვების მომტანი გოლი 21-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ჯგუფის მეორე მატჩში კი იტალიამ მონტენეგროს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველი 17 წლამდელები 27 ოქტომბერს მონტენეგროს შეხვდებიან.

ანგისის დასახლებაში ბათუმის დინამოს ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. -ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი ორი მოედანი, ტრიბუნა, საშხაპეები, სასტუმროს ნომრები, კომერციული ფართები და საკვები ობიექტი საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“გადაეცემა, რომელსაც ყველა ასაკობრივი გუნდი  სავარჯიშოდ გამოიყენებს. მნიშვნელოვან შეხვედრებს  ბათუმის ცენტრალური სტადიონის დასრულებამდე, სწორედ ანგისის ბაზა უმასპინძლებს. გახსნის ოფიციალური თარიღი 25 დეკემბერია.

პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, დღეს  მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა. 18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა ერთი ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონი (55 კგ),  ჯაპა პაპინაშვილი გახდა. ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამავე კატეგორიაში