მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 ივნისი 2016, 00:00 3660 ნახვა

ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად. საკითხზე შეფასება გააკეთა სახალხო დამცველმა. 

ამავე კატეგორიაში