არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ''ქართული ოცნებიდან'' შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული და 9 პროპორციულით.
ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, 4 პროცენტიანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა, საკრებულოში 4 წევრით იქნება წარმოდგენილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” ერთით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, ასევე ერთი დეპუტატი წარმოადგენს ბათუმის საკრებულოში “ევროპულ საქართველოს”.