4 პარტია ბათუმის საკრებულოში

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2729 ნახვა

უბნებიდან შემაჯამებელი ოქმების მიღება დილის 6 საათზე დაასრულა ბათუმის 79-ე ოლქმა. ბათუმში  50 770 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37 პროცენტია. წინასწარი შედეგების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, უმრავლესობა  “ქართული ოცნებას” ექნება.

მმართველი პარტია 10 მაჟორიტარული და 9 პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატს შეიყვანს ადგილობრივ თვითმმართველობაში. კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი,” ასევე ერთს “ევროპული საქართველო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი