ლაშა კომახიძე: '' პირველ რიგში ბინათმშენებლობის საკითხის რეგულირებას ვაპირებ''

22 ოქტომბერი 2017, 00:00 3561 ნახვა

ხმების 55.67 პროცენტი მიიღო ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა. ლაშა კომახიძეს მხარი დაუჭირა 27 068 ამომრჩეველმა. ეგზიტპოლის შედეგებითაც ლაშა კომახიძე ლიდერობდა ბათუმის მერის არჩევნებში. 

ხართ თუ არა კმაყოფილი იმ პროცენტული მაჩვენებლით, რაც დაბალი აქტივობის ფონზე მიიღეთ?

‘’ვფიქრობდი, იმედი მქონდა და ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრებულიყო და ეს ასეც მოხდა’’.

რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი და პირველი გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც უკვე მერის რანგში შეუდგებით საქმიანობას?

''წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქალაქელებს იმ პროგრამის დეტალებს ვაცნობდით, რომლითაც ქალაქის თვითმმართველობაში მოსვლას ვგეგმავ. იგი მრავალი პუნქტისგან შედგება. ბევრი საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს. ეს იქნება კიდევ უფრო დახვეწილი, უკეთესი თვითმმართველობა, სადაც ქალაქის ბიუჯეტირების  პროცესში მოქალაქეების ხმა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ეს იქნება ბათუმის კეთილმოწყობა, ბინათმშენებლობის საკითხის რეგულირება და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება.’’

მართალია ბათუმის საკრებულოში ‘’ქართული ოცნება’’ 19 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო კანდიდატების შეყვანა, როგორ აპირებთ თანამშრომლობას?

‘’ყოველთვის ყველა სამსახურში მე ღია ვარ თანამშრომლობისათვის. მნიშვნელობა არ აქვს ეს პოზიციაა და თუ ოპოზიცია.  ვფიქრობ რომ  ჩვენ თანამშრომლობას შევძლებთ’’.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი