''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობს

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2811 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაბალ კვალიფიკაციაზე  ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ წარმომადგენელმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკა გიგაურმა, საჩივრების რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით,  15 შემთხვევში საჩივრების გატარება შეფერხებით მოხერხდა. 


საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, პროცედურული დარღვევები, მარკირება გავლილი პირები საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლების მობილიზება და სატრანსპორტო საშუალებებით მათი გადაყვანა -  ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ წარმომადგენელმა მსგავსი ტიპის დარღვევები დააფიქსირეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი