აჭარაში ოფიციალური ვიზიტით კორკის საგრაფოს დელეგაცია იმყოფება. საგრაფოს მერს აჭარის მთავრობის თავმდჯომარე შეხვდა. არჩილ ხაბაძემ დელეგაციის წევრებს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული გარემო გააცნო. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმიც. მისი მიზანია კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლება, და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდა.