საია: ბათუმის უბნებთან პარტიის აქტივისტები ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2970 ნახვა

ბათუმის უბნებთან სხვადასხვა პარტიის აქტივისტები ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას ან კიდევ ხდება მათთან გასაუბრება - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი. 

ხიმშიაშივილის განმარტებით, უბნებთან შეინიშნება, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

" მოცემული ფაქტი არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას მაგრამ აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე" - ამბობს ხიმშიაშვილი. 

ანალოგიური ფაქტები საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი