ენმ - ''10 საათის მონაცემებით 43 საჩივარი დაიწერა''

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2923 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. მირდატ ქამადაძის თქმით, წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მონაცემებს ტელეფონით უცნობ პირს აწვდიდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კარუსელს.

„ ეს საგანგაშო ფაქტია. კომისიის თავმჯდომარისგან ინფორმაცია სუს-ის თანამშრომლებმა მიიღეს,  რომლებსაც შემდგომ  რეგისტრატორებთან კონტაქტი აქვთ. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები კი  მათ კარუსელის დატრიალებაში დაეხმარებიან“ - ამბობს მირდატ ქამადაძე.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ  მათ წარმომადგენელი ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავთ. ადგილი აქვს პროცედურულ დარღვევებს. წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. 10 საათის მონაცემებით  43 საჩივარი დაიწერა.

მირდატ ქამადაძე კომისიის წევრებს მოუწოდებს,  მსგავს ფაქტებზე ხელი აიღონ და არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩაატარონ.

ამავე კატეგორიაში