''ერმაკოვიდან ერმაკოვამდე'' - ფოტოგამოფენის ორგანიზაცტორები მერიამ დააჯარიმა

20 ოქტომბერი 2017, 00:00 8572 ნახვა

ერას მოედანზე ფოტოგამოფენის "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე"  ორგანიზატორები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დააჯარიმეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათვის უცნობია რა მუხლით დააჯარიმეს.  იურისტი ნათია აფხაზავა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მერია მისი გამოხატვის უფლებას ზღუდავს. 

"ეს არის საგანგაშო, ჩვენ წლების განმავლობაში ვატარებთ ასეთ აქციებს მოედანზე და ეს არის პირველი შემთხვევა, რომ მოვიდა ზედამხედველობა და გვითხრა, რომ ეს არის უკანონობა. საქართველსო კონსტუტუციის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება უზენაესი უფლებაა და მათი დასაბუთება იერსახეს ამახინჯებს ან გადაადგილებას ზღუდავს არის აბსოლიტურად დაუსაბუთებელი " - აცხადებს ნათია აფხაზავა. 

ოქმი აქციის გამოფენის ორგანიზატორებს არ ჩაბარებიათ, მერიის თანამშრომლების განმარტებით იგი შოთა გუჯაბიძეს მიუვა სახლში. "ფიქრობენ, რომ რადგან შოთა გუჯაბიძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში ღონისძიება, ის უნდა დააჯარიმონ, რეალურად კი გამოფენის ორგანიზატორი საზოგადოება ''ბათომი'' და ''დაიცავი ძველი ბათუმია" - აცხადებს აფხაზავა. 

"თქვენ უნდა იყოთ იქ, სადაც ტროტუარი ჩახერგა მშენებლობამ, სადაც კაფეებია და მე ვერ გავიარე, იქ სადაც უკანონოდ აშენებენ სართულებს" -  არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ნათია აფხაზავა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს მიმართავს, რომელმაც ერას მოედანზე ფოტო-გამოფენის "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" ორგანინზატორები დააჯარიმა.

მერიის პრესამსახურში განმარტავენ რომ ორგანიზატორები არ დაჯარიმებულან.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი