კენჭისყრის დღისთვის ემზადებიან საარჩევნო ადმინისტრაციები. უკვე გადაეცათ ოლქებს საარჩევნო ბიულეტენები. შეგახსენებთ, არჩევნების დღეს, ანუ 21 ოქტომბერს ამომრჩეველი სამი ფერის ბიულეტენს მიიღებს, აქედან ერთი მერობის კანდიდატის ასარჩევად, მეორე მაჟორიტარობის, მესამე კი პროპორციული სიისთვის იქნება განკუთვნილი. ბიულეტენები საუბნო საარჩევნო კომისიებს ხვალიდან გადაეცემათ. მანამდე კი ბოლო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. აჭარაში 6 ოლქი და 348 უბანი იმუშავებს.