აჭარის მაღალმთიანეთში განვითარებული მეწყრული პროცესების ფონზე დავინტერესდით რა მდგომარებაშია “შუახევიჰესის” ის ობიექტები, რომლებიც ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშია განლაგებული. კომპანიის ინჟინერ - მშენებელის განმარტებით, ჰესის ობიექტებს სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად ამოწმებენ და სტიქიურ მოვლენებს ჰიდროელექტროსადგურის საინჟინრო ნაგებობებისთვის ზიანი არ მიუყენებია. რაც შეეხება გვირაბის ჩამოშლის ფაქტს – იმის მიუხედავად, რომ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ ორი თვე გავიდა, ექსპერტიზას ამ დრომდე ზუსტი მიზეზი არ დაუდგენია. კ
ომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ პირველადი დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გვირაბის 700 მეტრიან მონაკვეთზე ჩამოშლილია ბათქაშისა და კლოდვანი მასის ნაწილი. ნგრევის მიზეზები კი 3-4 კვირაში იქნება ცნობილი - ნორვეგიელმა გეოტექნიკოსებმა, რომლებიც “შუახევიჰესის” წარმომადგენლების თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტები არიან - ანალიზისა და ზუსტი მიზეზების დასადგენად სწორედ ეს დრო მოითხოვეს.