წინასაარჩევნო გარემო

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2634 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღით ადრე, წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შუალედური ანგარიში თამარ ჟვანიამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს გააცნო. ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, გარემო გაუმჯობესებულია, თუმცა რჩება რამდენიმე პრობლემური მიმართულება, მათ შორისაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაცია სოციალური ქსელებით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუსის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ძალადობას და დაშინებას არც მომდევნო დღეებში ექნება ადგილი. NDI-ს საბოლოო დასკვნა 22 ოქტომბერს გასაჯაროვდება, მანამდე კი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს ხვდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი