ევროპული საქართველოს ბრიფინგი

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2198 ნახვა

ევროპული საქართველოს ბათუმის მერობის კანდიდატი ძველი ბათუმის  ადმინისტრაციულ შენობასთან საგზაო ნიშნის მიერ დაწესებულ რეგულაციას აპროტესტებს. პეტრე ზამბახიძის თქმით, აღნიშნული მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერებას უფლებას მხოლოდ უწყების სამ თანამშრომელს აძლევს. 

ძველ ბათუმში მერის რწმუნებული ამბობს, რომ ეს წარწერა 6 წლის წინანდელია და მითითებული ავტომობილის მეპატრონეები მერიის თანამშრომლები აღარ არიან. კითხვაზე თუ რატომ არ ჩამოხსნეს ეს დაფა? ირაკლი დევაძე ამბობს, რომ იგი აქამდე არ შეუმჩნევიათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი