აფხაზეთიდან გადმოსვენებულები სამხედრო პატივით დაკრძალეს

17 ოქტომბერი 2017, 00:00 1567 ნახვა

აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული სხვა 24 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე,სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილთა ახლობლებს დევნილთა და განსახლების,  თავდაცვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრებმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიუსამძიმრეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა. საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია კი სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი