ამბები რომელსაც დღეს ''მთავარში'' მოგიყვებით /ანონსი/

16 ოქტომბერი 2017, 00:00 2658 ნახვა

• სტიქია აჭარაში. მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენები განვითარდა ყველა მუნიციპალიტეტში. ჩაიხერგა გზები, ამ დრომდე გარე-სამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი მაღალმთიან აჭარაში. ადიდებულმა მდინარემ დატბორა ქედის ცენტრალური პარკი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ძლიერი ქარის შედეგად კი სახლის სახურავები დაზიანდა ხულოში. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. აჭარა დღეს – სრული სურათი მაღალმთიანი აჭარიდან, ბოლო ინფორმაციით ქეთი კაცაძე და რეპორტაჟები ხულოს, შუახევის და ქედის შესახებ, რამდენიმე წუთში მთავარში 9-ზე. 

• სტიქიას ებრძვიან ქობულეთში. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა. რამდენიმე ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურდა. დატბორილი იყო ქაქუთის სკოლასთან მისასვლელი გზა. ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფლებში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ახლობლებს აფარებს თავს ერთი ოჯახი ჩაისუბანში. შეიქმნა ელექტრო-ენერგიის და წყლის მიწოდების პრობლემა. სოფო მაკარაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში ზუსტად ნახევარ საათში. 

• ბათუმში კი ზღვაში გამავალ სანიაღვრე არხებს წმენდენ. სამუშაოები არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სონოპტიკოსები ღამის საათებში კვლავ ძლიერ წვიმას და შტორმს პროგნოზირებენ. ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყლის დონის მატების გამო, ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს ბარცხანაში, თამარის დასახლებასა და მახინჯაურში. 

• ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ხანძარი გაჩნდა ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. დაიწვა უბნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო კაბინების, ყუთების და ქსეროქსის აპარატების ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ოლქი დახმარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ელის. ირინე წუწუნავა მოგვიყვება დეტალებს ნახევარ საათში. 

• 9 სხვადასხვა სტამბაში იბეჭდება საარჩევნო ბიულეტენები. დაახლოებით 9 მილიონნახევარი სამი ფერის ბიულეტენი დაიბეჭდება 21 ოქტომბრისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 64 საკრებულოს წევრს და ამდენივე მერს აირჩევს. ბიულეტენების ფერები და კენჭისყრის დღის პროცედურები – გიორგი წეროძე ამზადებს რეპორტაჟს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი