ომარ ბოლქვაძისა და ზურაბ ხაბაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში

19 ივნისი 2016, 00:00 3525 ნახვა

ახალსოფლის მოედანზე ფეხბურთში ომარ ბოლქვაძის და ზურაბ ხაბაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალში აჭარა-გურიის ნაკრებმა საფეხბურთო კლუბი "ბაკური" ანგარიშით 4=1 დაამარცხა. გათამაშებაში 2002 წელს დაბადებული ფეხბურთელების რვა გუნდი ასპარეზობდა. ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ჩემპიონატი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა
 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში