"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე პროკურატუარში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოპოზიიის წარმოამდგენელი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება, რამდენიმე დღის წინ, ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით დაინტერესდა.
მისი განცხადებით, საქმე ეხება საარჩევნო დარღვევბს, კონკრეტუკლად კი საუბნო კომისიის წევრებზე სავარუდო ზეწოლის ფაქტს. მირტად ქამადაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია თუ როგორ აძლევდნენ სარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს უკანონო მითითებებს, რის გამოც რამდნეიმე მათგანმა თანამდებობა დატოვა. რა მუხლით არის საქმე აღძრული მისთვის უცნობია, პროკურატურაში ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.