ბათუმისა და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების ბიზნეს ინტერესები

13 ოქტომბერი 2017, 00:00 3768 ნახვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  წარმომადგენლები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების, ასევე პარტიული სიების პირველი ნომრებისა და “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების ქონებასა და ბიზნესინტერესებზე დღეს ისაუბრებენ. ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებს, ასევე ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა.

''ქართული ოცნების” მიერ 6 მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 4-ს ბიზნესინტერესები აქვს; მათ შორის ფრიდონ ფუტკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის ბიზნესინტერესები. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებიდან ორს - ჯუმბერ ვარდმანიძეს და ფრიდონ ფუტკარაძეს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული. მაგალითად ვარდმანიძემ მეუღლის საკუთრებაში ქონება არ ასახა, ფუტკარაძემ კი მეუღლის წილი კომპანიაში.

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს 3 კანდიდატი ოპოზიციური პარტიებიდან.  ამირან მამულაძე “პატრიოტთა ალიანსიდან”, მირდატ ქამადაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ომარ ფარტენაძე “დემოკრატიული მოძრაობიდან”.

დოკუმენტში წერია, რომ ბათუმის მერობის კანდიდატებიდან და პარტიული სიის პირველი ნომრებიდან 4-ს სხვადასხვა დროს პოლიტიკური პარტიის სახელზე შემოწირულობა აქვს განხორციელებული, მათ შორის რაულ თავართქილაძეს და პეტრე ზამბახიძეს - “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე მაშინ, როცა ორივე აღნიშნულ პარტიაში ირიცხებოდა.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის მერობის კანდიდატად 9 პირი დარეგისტრირდა. მათ შორის  მხოლოდ 1 ქალია.  

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი