რამდენიმე საათში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ოფიციალურად დაიხურება. ორი დღის განმავლობაში რიგით მე-11 ღონისძიებაზე საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება გაკეთდა.
მონაწილეებმა ისაუბრეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. ამ დრომდე გრძელდება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.