''ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო'' - გამოფენა ბათუმში

18 ივნისი 2016, 00:00 2893 ნახვა

"ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო" - ასე ეწოდება დუშან ზაჰორანსკისა და პავლა სცერანკოვას ერთობლივი ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხვალ, 18 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. გამოფენის კონცეფცია და იდეა მოდის ინგლისური გამოთქმიდან "ომის შემდეგ ყველა გენერალია". როგორც ხელოვანები ამბობენ, პრობლემის გადაჭრის შემდგომ უჩნდება ყველას იდეა, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის უკეთესი გზით მოგვარება. დუშან ზაჰორანსკი სლოვაკი ხელოვანია. ცხოვრობს პრაღაში. 1996 წელს იყო ვენეციის ბიენალეს მონაწილე. მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენაში პრაღაში, ვენასა და სლოვაკეთში. ამჟამად ჰრადეც-კრალოვეს უნივერსიტეტში ასწავლის ხელოვნებას. მუშაობს ბევრი მიმართულებით. ესენია: ინსტალაცია, ვიდეო არტი, ქანდაკება და ფოტოგრაფია. გამოფენა 5 ივლისამდე დარჩება ბათუმში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი