ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი კახაბერ ღოღობერიძე თითქმის სამი თვეა, 18 ივლისიდან შიმშილობს- ინფორმაციას პატიმრის დედა ავრცელებს.
გუგული ღოღობერიძის თქმით, მისი შვილი სასჯელს ადამიანის გატაცებისათვის უკვე 7 წელია იხდის და დარჩენილი 7 წლის განახევრებას მოითხოვს. პატიმრის დედის მტკიცებით, დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველს