ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება გონიოში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტზე

09 ოქტომბერი 2017, 00:00 7319 ნახვა

ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება გონიოში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტზე. ინცინდენტი ერთ-ერთ კლუბში გუშინ ღამით მოხდა.  დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი