უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისში. კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესაძლო დარღვევების შესახებ, შემოტანილი განცხადებები განიხილა. სავარაუდო ინციდენტები ეხებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლის, აგიტაციის წესების დარღვევის და ძალადობის შემთხვევებს.