მომავალ კვირას ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ჯეიმს აპატურაი, რომელიც საქართველოში 10 ოქტომბერს ჩამოვა.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შეხვდება. სპეციალურად უსაფრთხოების კონფერენციისთვის საქართევლოში სხვა მაღალი რანგის სტუმრებსაც ელოდებიან.