გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ველომარათონი მოეწყო

07 ოქტომბერი 2017, 00:00 2744 ნახვა

ბათუმში, გულის საერთაშორისო დღე მოხალისეებმა და მედიკოსებმა ველოსიპედების მარშით აღნიშნეს. ველომოყვარულებმა სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს და ანბანის კოშკთან დაასრულეს. აქციის  მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო. მსვლელობის უსაფრთხოებაზე საპატრულო პოლიცია ზრუნავდა.

ღონისძიების ფარგლებში კონფერენციაც გაიმართება. უცხოეთიდან მოწვეული პროფესორები ქართველ ექიმებს კარდიოლოგიურ დაავადებებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრებიან. მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს გულის ფონდი და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო არიან. ველომარათონი წელს პირველად გაიმართა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი