აჭარული სოფელი ევროპის მოედანზე - ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს. დილიდან გამოიფინა მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, ტკბილეული, მოედანი თემატურ კუთხეებად დაიყო. ამის გარდა, ტარდება მასტერკლასები, ხვალ კი საწნახელში ღვინოს სახალხოდ დაწურავენ.