საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ხვალ დაამტკიცებს. პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაესწრება. იგი ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უკვე უმასპინძლა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იწონებს მმართველი გუნდის მზადყოფნას ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ და ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინების პირობა შეასრულა.