მმართველი გუნდის შეთავაზება გაზიარებულია, შენიშვნების რაოდენობა გაზრდილი – პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, თუმცა 2-ის ნაცვლად მოტივირებულ შენიშვნებში 4 პუნქტს ასახავს. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციასთან შეთანხმებით ბლოკებს და ბონუსებს, პრეზიდენტის არჩევის წესს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს დაამატებს.
ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში კი ოპოზიცია მზადაა ვეტოს გასაზიარებლად უმრავლესობას 35 ხმა დაუმატოს. თავის მხრივ კი “ქართული ოცნების” ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული საკითხების გარდა, მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პუნქტების ჩაწერის შემთხვევაში, ვეტოს დაძლევენ. გადაწყვეტილების განსახორციელებლად პრეზიდენტს 5 დღე რჩება.