სოფლის ტურიზმის ფესტივალი

05 ოქტომბერი 2017, 00:00 3318 ნახვა

 ხვალ და ზეგ ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიმართება. ევროპის მოედანზე, ამ წუთებში სამზადისი მიმდინარეობს. ფესტივალზე აჭარის 5-ვე მუნიციპალიტეტი იქნება წარმოდგენილი თავისი პროდუქციით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციული კულინარიით.

მნახველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელების მომზადებაში, ჭაჭის გამოხდაში და ღვინის დაწურვაში. ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოადგენენ. 

ამავე კატეგორიაში