ავტომობილების ტექდათვალიერება პირველ რიგში, დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს შეეხებათ. კონკრეტულად კი 3,5 ტონაზე ზევით და სამგზავრო ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილი.
ტექდათვალიერებისას 7 კრიტერიუმის დაკმაყოფილება აუცილებელია, კერძოდ, მუხრუჭების, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილის, ხილვადობის, ფარების, გამონაბოლქვის და საბურავების მდგომარეობა. ყველა კომპონენტი სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანაც აიკრძალება.
„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის თქმით, სიახლე ძალაში პირველი იანვრიდან შევა. გარდა ამისა, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, იგეგმება სატვირთო ავტომობილებისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც, რომელიც მოქმედი რეგულაციით 10 ლარს შეადგენს.