მიხეილ რამიშვილი: ''არაა გამორიცხული აუდიოჩანაწერები საპატრიარქოს გაევრცელებინა'' 

04 ოქტომბერი 2017, 00:00 2612 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურის შეკითხვები მოისმინა, თუმცა კონსტიტუციურ უფლებას იყენებს და პასუხის გაცემას მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით აპირებს. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ აუდი ჩანაწერებს, რომელიც სასულიერო პირის დახურულ სასამართლო სხოდმაზეა ჩაწერილი. ე.წ. "ციანიდის" საქმის ადვოკატმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მიხეილ რამიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ადვოკატის განმარტებით გამოძიებას აინტერესებდა როგორ მოხდა ჟურნალისტებთან კონკრეტული აუდიო ჩანაწერები.   

უფლებადამცველის თქმით დეკანოზ გიორგი მამალაძის ყველა ადვოკატი ერთ პოზიციაზეა. ისინი შეკითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. საქმესთან დაკავშირებით დაიკითხებიან ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორები და ჟურნალისტებიც.

“რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ჭეშმარიტების დადგენაში, უკეთესია. პროკურატურისგან პასუხი მივიღე, რომ აბსოლუტურად ყველა დაიკითხება. როგორც პროკურორები, ასევე ჟურნალისტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმესთან”, - განაცხადა რამიშვილმა.

გამოკითხვაზე შესვლამდე კი მიხეილ რამიშვილმა აუდიო ჩანაწერების გავრცელების რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრა. მისი თქმით "საპატრიარქოდან გარკვეული პირები და ბრალდების მხარე შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ. არიან აგრეთვე "საპატრიარქოს მეგობრები", რომლებიც მასალებს წინასწარ ​ასაჯაროებდნენ და აანონსებდნენ. ადვოკატები პროკურატურის ოქროს მოწმეზე ირაკლი მამალაძეზე  საუბრობს. არ გამორიცხავს, რომ მასალების ნაწილი სწორედ მას გაევრცელებინა. 

როგორც ცნობილია რამდენიმე ტელეკომპანიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესის აუდი ჩანაწერი გაავრცელა. საქმეზეა გამოძიება 374 მუხლით დაიწყო.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი