სარფში მომხდარ ინციდენტზე ართვინში იმსჯელებენ

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2865 ნახვა

საქართველოს - თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას განიხილავს. ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნიაში გაემგზავრება, სადაც გუბერნატორს შეხვდება.

მისი განცხადებით, ართვინის გუბერნატორთან და მის მოადგილესთან, რომელიც სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს ხელმძღვანელობს, დეტალურად გაივლის მიმდინარე გამოძიების საკითხს, რომელიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფზე მიყენებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი