გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდება. პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება პრემიერ მინისტრსა და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის კერძო სამეცნიერო "ფონდ შამპალიმოს" მოინახულებს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიო-სამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობს.