ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა გაიხსნა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ხელოვანის ცნობილი ნამუშევრები, რომელიც მან დასავლეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ექსპედიციებში მოგზაურობის დროს გადაიღო. ფოტო-პოსტერების თემატიკა ამერიკის მკვიდრი ტომების ისტორია და კულტურაა.
გამოფენა საქართველოს რამდენიმე მუზეუმში ერთდროულად იმართება. გამოფენის გახსნისას ონლაინ ჩართვის მეშვეობით შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაესაუბრა. გაიმართა პრეზენტაციაც.