''შუახევი ჰესის'' მშნებლობის არეალში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები აღდგენა - გამაგრებით სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, მშენებარე კომპანიისგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ. შუახევის გამგებლის ინფორმაციით შესწავლის შედეგად სახლების გასამაგრებლად 69 ოჯახზე 250 ათასი ლარი ინდივიდუალურად ზარალის ოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
“შუახევი ჰესის” მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანა ერთდროულად ხულოსა და შუახევის 12 სოფელში მიმდინარეობდა. ჰესის მშნებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყასაცავებით და დამბებით. „შუხევი ჰესის „ გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.