მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების დეპუტატებს მოსახლეობა 21 ოქტომბერს აირჩევს. ბათუმის მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა იქნება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მზია მართალიშვილი მოგვიყვება რამდენად კონკრეტულად აქვთ გაწერილი ეს დაპირება მერობის კანდიდატებს საარჩევნო პროგრამებში.