სკოლის ბუფეტს საქმიანობა შეუჩერდა - ქობულეთში 14 მოსწავლე მოიწამლა

28 სექტემბერი 2017, 00:00 3133 ნახვა

რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების სავარაუდო მოწამლვა ჯერ უცნობია, ამ დრომდე მხოლოდ ვერსიები სახელდება. ერთდროულად შეუძლოდ გახდა მეშვიდე  მერვე კლასების-სულ  14 მოსწავლე. მათ შეუძლოდ თავი სპორტის გაკვეთილზე იგრძნეს. ისინი  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სკოლაში ამ დრომდე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რჩებიან. ისინი სასწავლო დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებენ. პროცესი რამდენიმე საათია გრძელდება. ჯენი კვანტალიანი აშუქებს მეორე სკოლაში მომხდარ შემთხვევას და ის ახლა ბოლო ინფორმაციას ქობულეთიდან მოგვაწვდის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი