ისევ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები წაღვერში, პროცესში დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენია ჩართული ცოტა ხანში კი ორ თურქულ ვერტმფრენს ელიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.