ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებს მაჟორიტარი დეპუტატობის და ქალაქის მერობის კანდიდატები წარუდგინეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
გამარჯვების შემთხვევაში გელა დეკანაძე მოსახლეობას მათი ინტერესების დაცვას ჰპირდება. ამბობს, რომ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე პარკირების პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს.