გაუგებრობა დღის წესრიგის გამო

16 ივნისი 2016, 00:00 3958 ნახვა

 გაურკვევლობა კოალიციის წევრებს შორის. უმაღლესი საბჭოს საგაზაფულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გატანილი დღის წესრიგის მოწინააღმდეგეებს შორის ოპოზიციასთან ერთად კოალიციის რამდენიმე წევრიც აღმოჩნდა.  მმართველი გუნდიდან განსახილველ საკითხებს მხარი მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, დანარჩენმა კი გადაწყვეტილება ირაკლი ჯაშის მიერ დღის წესრიგიდან ორი საკითხის ამოღების გამო, სხდომაზე გამოწვეული დაბნეულობით ახსნა. ირაკლი ჯაში დღის წესრიგიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში იმ ცვლილებების პროექტების ამოღებას ითხოვდა, რომელიც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევას და შესარჩევი სამთავრობო კომისიის შემადგენლობას შეეხება. კონკრეტულად კი, საუბარია უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში არასამთავრობოებისა და სხვა წევრების პარიტეტზე, რომელიც პეტრე ზამბახიძის ინიციატივაა. მეორე კანონპროექტის ავტორი კი თავად ირაკლი ჯაშია. იგი მიიჩნევს, რომ უსკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრი სხდომაზე დამსწრე დეპუატების უმრავლესობით უნდა აირჩიონ და არა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედით. ამ წუთებში, სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული და ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ბიუროს წევრები ახალ დღის წერიგს დაამტკიცებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში