ბათუმი რიგით მესამე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს ედ ბლექ სის-ს მასპინძლობს. ფესტივალში, რომელიც წელს ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ბიზნესით დაკავებული კომპანიები მონაწილეობენ. ისინი ფესტივალის ფარგლებში 10 ნომინაციაზე საკუთარ ნამუშევრებს –წარადგენენ.
სარეკლამო პროექტებს სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომლის წევრებიც სარეკლამო სფეროში ცნობილი სპეციალისტები არიან. ისინი გამოავლენენ საუკეთესო პროექტებს და გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვებენ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სემინარები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სარეკლამო ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს. საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი სამი დღეს გაგრძელდება.