არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლების მიერ გაკეთებული განცხადებები ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა იყო. საუბარია ორგანიზაციის მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც დეპუტატთა ბიზნეს საქმიანობასა და მათ ქონებრივ დეკლარაციას ეხება.
მესამე სექტორის შეფასებით, განმარტებების ნაცვლად კანონმდებლებმა არაკარიკატურული განცხადებები გააკეთეს.